2023-07-11



STEAM აქტივობები - ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც შემოგვთავაზეს პროექტები და პროექტების განსახორციელებლად კონსულტაციები.

მოგეხსენებათ სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში შევქმენი STEAM კლუბი მერვეკლასელთა ბაზაზე, კლუბის გადაწყვეტილებით ავირჩიეთ შემოთავაზებული პროექტებიდან ორი პროექტი:

  1. დახრილობის კუთხის გაზომვა;
  2. ნებისმიერი სივრცული ფიგურის მასის, მოცულობის და სიმკვრივის დადგენა.

პროექტების განხორციელებაზე ვიმუშავეთ უკვე სკოლაში, კვირაში ერთი დღე და ორივე პროექტი მზად გვაქვს კონფერენციაზე წარსადგენად, რომელიც ჩატარდება ივლისის თვეში სსუ - ის პირველ კორპუსში. გარდა ახალი ორი პროექტისა კონფერენციაზე წარვადგენთ უკვე განხორციელებულ პროექტს - მეტეოროლოგიური სადგური.

პროექტი - დახრილობის კუთხის საზომი მოწყობილობით - იზომება ნებისმიერი დახრილობის კუთხე და კომპიუტერში აჩვენებს გრადუსულ ზომას და გრაფიკს.

პროექტი - მასის, მოცულობის და სიმკვრივის დადგენა - ნებისმიერი სივრცული ფიგურის მასის, მოცულობის და სიმკვრივის საზომი ხელსაწყო, სივრცული ფიგურის წყალში ჩადებისას გადმოიღვრება მისი მოცულობის წყალი და დგინდება მონაცემები, რომლებსაც აჩვენებს lcd ეკრანი.

მეტეოროლოგიური სადგური - ჩვენი მეტეოროლოგიური სადგურით ხდება ქარის სიჩქარის გაზომვა, ტემპერატურის და ტენიანობის დადგენა. ხელოვნურად შექმნილი ქარი ( სახელდობრ - ფენი ) რეაგირებს სიჩქარეზე, ტემპერატურაზე და ტენიანობაზე, რომელსაც აჩვენებს კომპიუტერის ეკრანზე გახსნილ დიაგრამაში.

მადლობა ბავშვებს დიდი მონდომებისთვის და პროექტზე გულმოდგინედ მუშაობისთვის.

ზემოთ წარმოდგენილი ფოტო გალერეა შეიცავს ფოტოებს პროექტებზე მუშაობის დასრულების პროცესს.

როგორც გასულ წელს, წელსაც კონსულტაციებს უძღვებოდა ბატონი დავით სონღულაშვილი, შესანიშნავი ადამიანი, უღრმესი მადლობა მას.


ქვემოთ წარმოდგენილია სამივე პროექტის სურათი:











ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04