2022-10-03



მასწავლებელთა ახალი სქემის თანახმად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უფროსმა მასწავლებელმა უნდა წელიწადში ერთხელ გაიაროს ოცსაათიანი სავალდებულო ტრენინგი.

2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს მათემატიკოსებისთვის ჩატარდა ოცსაათიანი ტრენინგი - პროგრამა STEAM-ის შესწავლა.

მიუხედავად იმისა რომ პროგრამა - STEAM-ს ნაკლებად ვიცნობდი, უფრო სწორად მეგონა რომ ვიცნობდი, რადგან მეექვსე კლასის მოსწავლეებს დავამზადებინე გასართობი ცენტრის სათამაშოების მოდელები და ძალიან სახალისო და საინტერესო კომპლექსური დავალება გამოვიდა, აღმოჩნდა რომ STEAM პროგრამა მოიცავდა კიდევ უამრავ შესაძლებლობებს და ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით სონღულაშვილს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

გარდა STEAM სავალდებულო ტრენინგისა მონაწილეობა მივიღე განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული - STEAM პროექტის განხორცილებაში, ამ პროექტის შეხვედრებსაც უძღვებოდა ბატონი დავითი და მინდა ავღნიშნო რომ დიდი პრაქტიკა და გამოცდილება მივიღე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა პროექტის ორგანიზატორ ბატონ გიორგი ლომიძეს და ბატონ დავითს საინტერესო კონსულტაციების ჩატარებისთვის.

პროექტის შედეგი იყო კონფერენცია სეუში და გამოიყურება ასე

ცნობა ტრენინგის გავლის შესახებ: ცნობა.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10