2023-07-10



STEAM აქტივობები - ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც შემოგვთავაზეს პროექტები და პროექტების განსახორციელებლად კონსულტაციები.

მივიღეთ ინფორმაცია,რომ კონფერენცია - STEAM აქტივობები - ჩატარდება სსუ-ს პირველ კორპუსში. კონფერენციის ორგანიზატორებმა მთხოვეს გამეტანა პროექტი - გამოსახულების მიღება lcd ეკრანზე და მატრიცაზე, რომელიც განვახორციელე გასულ წელს სოფელ რატევანის საჯარო სკოლაში.

სოფელ რატევანის საჯარო სკოლის დირექტორის ქ. მაია ხარაიშვილის თანხმობით გადავწყვიტე გასული წლის პროექტიც გამეტანა კონფერენციაზე.

მოსწავლეები, რომლებიც გასულ წელს პროექტის შექმნაზე მუშაობდნენ წელს სკოლა დაამთავრეს, ამიტომ გადავწყვიტეთ სხვა მოსწავლეებით ჩაგვენაცვლებინა და მომიწია კიდევ ერთხელ გასული წლის პროექტზე მუშაობა.

ამინდის ბიურო - ასე დავარქვით გასულ წელს პროექტს, იზომება ტემპერატურა, ტენიანობა და გარემოს დაბინძურება - მაჩვენებლებს აჩვენებს ასოების ანიმაციით lcd ეკრანი, ხოლო მატრიცაზე გულის ფიგურა მოძრაობს მარცხნიდან მარჯვნივ მუდმივად.

მადლობა ბავშვებს დიდი მონდომებისთვის და პროექტზე გულმოდგინედ მუშაობისთვის, დაშლილი პროექტი თავიდან დავაპროექტეთ და გავმართეთ.

პროექტი მზად არის კონფერენცია / გამოფენაზე წარსადგენად.

ზემოთ წარმოდგენილი ფოტო გალერეა შეიცავს ფოტოებს პროექტებზე მუშაობის პროცესს.


ქვემოთ წარმოდგენილია პროექტის სურათი:








ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 5

არქივი

2023-07

2023-05

2023-04