2022-07-08



როგორც ვიუწყებოდი ავირჩიეთ STEAM პროექტი - გამოსახულების მიღება ეკრანზე, დავაგეგმარეთ და მიზნობრივი გამოსახულების მისაღებად ავირჩიეთ ამინდი.

პროექტს დავარქვით სახელი - ამინდი, გარემო და ადამიანი, გვსურდა გამოგვეტანა lcd ეკრანზე ტემპერატურა, ტენიანობა, ქარი, ატმოსფეროს წნევა და გარემოს დაბინძურების მაჩვენებლი და ამ პირობებში ადამიანის მდგომარეობა გამოგვეკვლია პულსის საზომის მეშვებობით, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ შევძელით პროექტის სრულად განხორციელება, სახელდობრ განვახორციელეთ მხოლოდ ტემპერატურა, ტენიანობა და გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის გამოტანა, ამიტომ მომავალ წელს დავასრულებთ პროექტით გათვალისწინებულ ყველა დააანონსებული მაჩვენებლის გამოტანას lcd ეკრანზე.

რაც შეეხება მატრიცებზე ინფორმაციის გამოტანას დავაანონსეთ მათემატიკისთვის მიზნობრივი - გეომეტრიული ფიგურების გამოტანა, მაგრამ ოთხიდან ერთი მატრიცა დაზიანებული აღმოჩნდა და ვერ დავალაგეთ ორი ორზე მატრიცები, ამიტომ გრაფიკული გამოსახულების ანიმაციები წარმოვადგინეთ სამი ერთზე მატრიცებით. მომავალში დავამატებთ მატრიცებს და ამ მიზნობრივ დავალებასაც შევასრულებთ.

შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პროექტი

პროექტების დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა - კონფერენციას, სადაც მოხდა პროექტების გამოფენა / წარდგინება.

კონფერენციაზე წარვადგინეთ ჩვენი lcd ეკრანზე წარმოდგენილი ტემპერატურის, ტენიანობის და გარემოს დაბინძურების მაჩვენებლები, ხოლო მატრიცებზე გამოტანილი გრაფიკული ობიექტის მოძრაობის ანიმაცია.

ჩვენი პროექტი გამოიყურებოდა ასე:


კონფერენციამ ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა, პროექტებმა და მათ შორის ჩვენმა პროექტმაც ბევრი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, გადმოგვეცა მე და მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის აღმნიშვნელი სერთიფიკატები:


რობოტექნიკის აკადემიის მიერ რამდენიმე რჩეულ სკოლას და მათ შორის ჩვენ რატევანის საჯარო სკოლას გადმოგვეცა მომავალი პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსები.

მადლობა საუკეთესო საჩუქრისთვის რობოტექნიკის აკადემიას.

მადლობა ორგანიზატორებს, STEAM აქტივობები - ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პროექტების შემოთავაზებისთვის და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს კონფერენციის საუკეთესო ორგანიზებისთვის.

ჩემი სერთიფიკატი:


პრეზენტაცია - ქ.ბოლნისი, რატევანის საჯარო სკოლა





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04