2023-03-23



მიმდინარე წლის 23 მარტს ჩატარდა კლუბის მეშვიდე შეხვედრა თიმში, რიგითი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო 22 მარტს, მაგრამ ჩემი დაბადების დღის გამო გადავიტანეთ. მუშაობა დავიწყეთ წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის, კერძოდ ციმციმას შესახებ საუბრით - შევამოწმე ვის ჰქონდა დავალება შესრულებული და თუ რომელიმემ ვერ შეასრულა რატომ? ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია ჯგუფის ფაილების საქაღალდეში.

დავათვალიერეთ გამოფენაზე გამოტანილი პროექტების გადაღებული სურათები და ვისაუბრეთ მათ ფუნქციებზე.

სამუშაო შეხვედრის ახალი მასალა იყო დავალება - შუქნიშანი - წითელი, ყვითელი და მწვანე ნათურების მორიგეობით ჩართვის სიმულაცია, კერძოდ შუქნიშანის შექმნის პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს, რომ კლუბის წევრი მოსწავლეები მომდევნო შეხვედრებზე კიდევ ბევრჯერ შეხვდებიან პროგრამაზე მუშაობას, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ გარჩევის სახით და მომავალში იმედია თვითონ განახორციელებენ საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას.

კლუბის მუშაობის სამუშაო ნაწილი - შუქნიშანი-ს შექმნის სიმულაცია - დაპროგრამება, თუ რაიმე ვერ გაიგეს საჭირო დონეზე ან რომელიმე მოსწავლე საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო შეხვედრას, ნახონ ვიდეო და შეძლონ დავალების შესრულება.

სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 23 მარტს:







ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 4

არქივი

2024-01

2023-12

2023-10