2023-03-15



მიმდინარე წლის 15 მარტს ჩატარდა კლუბის მეექვსე შეხვედრა თიმში. მუშაობა დავიწყეთ წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის, კერძოდ გარე სენსორული განათების დაფაზე გადატანის შესახებ საუბრით - შევამოწმე ვის ჰქონდა დავალება შესრულებული და თუ რომელიმემ ვერ შეასრულა რატომ? ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია ჯგუფის ფაილების საქაღალდეში.

სამუშაო შეხვედრის ახალი მასალა იყო მომდევნო დავალება - შუქნიშანი-ს საწყისი ელემენტის - ერთი ნათურის სიმულაცია, კერძოდ ციმციმა ნათურის შექმნის პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს, რომ კლუბის წევრი მოსწავლეები მომდევნო შეხვედრებზე სრულად განახორციელებენ შუქნიშანი-ს სრული მუშაობისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას.

კლუბის მუშაობის სამუშაო ნაწილი - შუქნიშანი-ს შექმნის საწყისი ელემენტის ციმციმა ნათურის სიმულაცია - დაპროგრამება, თუ რაიმე ვერ გაიგეს საჭირო დონეზე ან რომელიმე მოსწავლე საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო შეხვედრას, ნახონ ვიდეო და შეძლონ დავალების შესრულება.

სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 15 მარტს:







ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 3

არქივი

2024-01

2023-12

2023-10