2023-04-19



მიმდინარე წლის 19 აპრილს ჩატარდა კლუბის მეთერთმეტე შეხვედრა თიმში, მუშაობა დავიწყეთ წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის, კერძოდ ოთხი ნათურის რიგრიგობით განათების შესახებ საუბრით - შევამოწმე ვის ჰქონდა დავალება შესრულებული და თუ რომელიმემ ვერ შეასრულა რატომ? ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია ჯგუფის ფაილების საქაღალდეში.

სამუშაო შეხვედრის ახალი მასალა იყო დავალება - ისეთი ელექტრო წრედის შექმნა, რომ ვოლტმეტრზე არის ძაბვა და ეკრანზე გამოაქვს ციფრი ერთი, რომელიც მეორდება ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ რეჟიმში და თუ ჩამრთველს დავაჭერთ ხელს, ძაბვა ნულდება და ეკრანზე გამოდის ციფრი ნული, იქამდე სანამ ხელს არ ავუშვებთ ჩამრთველს - შევქმენით სიმულაცია.

კლუბის მუშაობის სამუშაო ნაწილი - ელექტროწრედის სიმულაციის შექმნა და მასზე რეაგირება, თუ რაიმე ვერ გაიგეს საჭირო დონეზე ან რომელიმე მოსწავლე საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო შეხვედრას, ნახონ ვიდეო და შეძლონ დავალების შესრულება.

სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 19 აპრილს:







ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2023-07

2023-05

2023-04