მიმდინარე წლის 12 აპრილს ჩატარდა კლუბის მეათე შეხვედრა თიმში, მუშაობა დავიწყეთ წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის, კერძოდ rgb ნათურით განათების შესახებ საუბრით - შევამოწმე ვის ჰქონდა დავალება შესრულებული და თუ რომელიმემ ვერ შეასრულა რატომ? ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია ჯგუფის ფაილების საქაღალდეში.
სამუშაო შეხვედრის ახალი მასალა იყო დავალება - ოთხი ლედ ნათურის რიგრიგობით ანთება მუდმივად, კერძოდ თავიდან ერთი ნათურა ინთება, შემდეგ ქრება და მეორე ინთება, ასე გრძელდება გამორთვამდე, რაც ნიშნავს რომ კიდევ ერთი პროექტი განვახორციელეთ პროგრამული უზრუნველყოფით, შევქმენით სიმულაცია.
კლუბის მუშაობის სამუშაო ნაწილი - ოთხი ნათურის განათება რიგით, თუ რაიმე ვერ გაიგეს საჭირო დონეზე ან რომელიმე მოსწავლე საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო შეხვედრას, ნახონ ვიდეო და შეძლონ დავალების შესრულება.
სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 12 აპრილს:
