მიმდინარე წლის 29 მარტს ჩატარდა კლუბის მერვე შეხვედრა თიმში, მუშაობა დავიწყეთ წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის, კერძოდ შუქნიშანი-ს შესახებ საუბრით - შევამოწმე ვის ჰქონდა დავალება შესრულებული და თუ რომელიმემ ვერ შეასრულა რატომ? ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია ჯგუფის ფაილების საქაღალდეში.
სამუშაო შეხვედრის ახალი მასალა იყო დავალება - სარწყავი სისტემა: ტენიანობის სენსორის ჩვენების საფუძველზე, კერძოდ, თუ აჩვენებს რომ მიწა გამოშრა - ირთვება ავტომატურად ძრავი და იწყებს მორწყვას, თუ ტენიანია ნიადაგი ძრავი ჩერდება - შევქმენით სიმულაცია.
კლუბის მუშაობის სამუშაო ნაწილი - სარწყავი სისტემის სიმულაციის შექმნა, თუ რაიმე ვერ გაიგეს საჭირო დონეზე ან რომელიმე მოსწავლე საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო შეხვედრას, ნახონ ვიდეო და შეძლონ დავალების შესრულება.
სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 29 მარტს:
