2023-03-17



მოგეხსენებათ სსიპ სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში შევქმენი STEAM კლუბი მერვეკლასელთა ბაზაზე, კლუბის მუშაობის პარალელურად დავიწყეთ ჩემს მიერ წინასწარ დაგეგმილი პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილი იყო გამოფენა და დიდი სურვილი გაგვიჩნდა მონაწილეობა მიგვეღო.

გაზაფხულის არდადეგების დაწყებამ ხელი ვერ შეგვიშალა რადგან საინფორმაციო შეხვედრა თიმში ჩავატარეთ 8 მარტს, შემდეგ 11 მარტს განვახორციელეთ მიზნობრივი ექსკურსია ქ. ბოლნისის მეტეოროლოგიურ სადგურში, სადაც მოსწავლეებმა იხილეს რეალურად როგორ ხდება მონაცემების აღება და გადაცემა.

შემდეგი კვირიდან დავიწყეთ სკოლაში შეხვედრები პროექტის შექმნასთან დაკავშირებით და საბოლოოდ მივიღეთ შედეგი - გამართული მეტეოროლოგიური სადგური - ჩვენი მეტეოროლოგიური სადგურით ხდება ქარის სიჩქარის გაზომვა, ტემპერატურის და ტენიანობის დადგენა. ხელოვნურად შექმნილი ქარი ( სახელდობრ - ფენი ) რეაგირებს სიჩქარეზე, ტემპერატურაზე და ტენიანობაზე, რომელსაც აჩვენებს კომპიუტერის ეკრანზე გახსნილ დიაგრამაში.

მადლობა ბავშვებს დიდი მონდომებისთვის და პროექტზე გულმოდგინედ მუშაობისთვის. დავამთავრეთ პროექტი და 19 მარტს წარვდგებით საქართველო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებაზე მონაწილის სტატუსით.

ზემოთ წარმოდგენილი ფოტო გალერეა შეიცავს ფოტოებს მეტეოროლოგიურ სადგურში და სკოლაში პროექტზე მუშაობის პროცესებს.






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10