2024-01-19
როგორც ვიუწყებოდით ექვსი მოსწავლით რეგისტრაცია გავიარეთ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტში - სტემ ოლიმპიადაში მონაწილების მისაღებად.
სტემ ოლიმპიადის პირველი - თეორიული კონკურსი ჩატარდა 2024 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.
თეორიულ კონკურსში გამარჯვებული 10 გუნდი უნდა გადასულიყო კონკურსის მეორე ტურში - პრაქტიკულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში 179 სკოლა იღებდა მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი გავიდა სამოცდამერვე ადგილზე, საწყენია მაგრამ მივიღეთ დიდი პრაქტიკა და მოსწავლეებმა ნახეს როგორი ცოდნა იყო საჭირო და შემდეგისთვის მასწავლებელთა და მოსწავლეთა გუნდიც გავითვალისწინებთ მიღებულ გამოცდილებას.
სურათები სეუ-დან:
