მიმდინარე წლის 1 მარტს ჩატარდა კლუბის მეხუთე სამუშაო შეხვედრა თიმში. მუშაობა დავიწყეთ წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის, კერძოდ გარე სენსორული განათების შესახებ საუბრით - შევამოწმე ვის ჰქონდა დავალება შესრულებული და თუ რომელიმემ ვერ შეასრულა რატომ? ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია ჯგუფის ფაილების საქაღალდეში და კლუბის წევრებმა იციან უკვე როგორ გახსნან და ნახონ წინა შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი.
სამუშაო შეხვედრის ახალი მასალა იყო წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის გადატანა სამუშაო დაფაზე, რაც ნიშნავს, რომ კლუბის წევრი მოსწავლეები მზად იქნებიან ფიზიკურად განახორციელონ სენსორული გარე განათება.
კლუბის მუშაობის სამუშაო ნაწილი - წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის გადატანა დაფაზე ჩავიწერე ვიდეოზე, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, რომ თუ რაიმე ვერ გაიგეს საჭირო დონეზე ან რომელიმე მოსწავლე საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო შეხვედრას, ნახონ ვიდეო და შეძლონ დავალების შესრულება.
სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 1 მარტს:
