მიმდინარე წლის 22 თებერვალს ჩატარდა კლუბის მეოთხე სამუშაო შეხვედრა თიმში. მუშაობა დავიწყეთ წინა შეხვედრაზე შექმნილი სიმულაციის, კერძოდ ნათურის ანთების შესახებ საუბრით - შევამოწმე ვის ჰქონდა დავალება შესრულებული და თუ რომელიმემ ვერ შეასრულა რატომ? ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია ჯგუფის ფაილების საქაღალდეში და ვაჩვენე როგორ გადაეწერათ კომპიუტერში ან იქვე გაეხსნათ და ენახათ.
სამუშაო შეხვედრის ახალი მასალა იყო გამოგვეყენებინა გარე განათებისთვის სენსორი - ფოტოწინაღობა და შეგვექმნა სიმულაცია - ნათურის ანთება ღამით. მოსწავლეები მუშაობდნენ პარალელურ რეჟიმში, ავაგეთ წრედი და ავანთეთ სენსორზე გარე განათების ნათურა, შემდეგ იგივე გავიმეორეთ და დავამატეთ ორი ნათურა, ამრიგად შევქმენით წრედი - გარე სენსორული განათება სამი ნათურით, შემდგომ მეცადინეობაზე გადავიტანთ წრედს სამუშაო დაფაზე, რაც დაგვეხმარება ფიზიკურად განვახორციელოთ სენსორული გარე განათება.
კლუბის მუშაობის სამუშაო ნაწილი ჩავიწერე ვიდეოზე, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, რომ თუ რაიმე ვერ გაიგეს საჭირო დონეზე ან რომელიმე მოსწავლე საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო შეხვედრას, ნახონ ვიდეო და შეძლონ დავალების შესრულება.
სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 22 თებერვალს:
