2023-02-08



მიმდინარე წლის 8 თებერვალს ჩატარდა კლუბის მეორე სამუშაო შეხვედრა თიმში, სადაც მოსწავლეებს ვაჩვენე 2022 წლის კონფერენციაზე წარმოდგენილი პროექტები, მათ შორის ჩემ მიერ რატევანის საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი.

შეგახსენებთ რომ კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და ჩემ მიერ განხორციელებული პროექტი მოხვდა 8 საუკეთესო პროექტს შორის.

პროექტების ნახვამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია, განსაკუთრებით დაინტერესდნენ გარე განათების მოწყობით და ხაზზე მავალი რობოტით.

დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოაყენეს უამრავი იდეა ახალი პროექტის დიზაინისთვის, თავიანთი მონდომებით და სურვილით დავალებად წაიღეს შეექმნათ ახალი მოდელის დიზაინი და წარმოედგინათ შემდეგ შეხვედრაზე.

სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 8 თებერვალს:







ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10