მოგეხსებებათ 2022 წლის 27 დეკემბრიდან ვმუშაობ ქ. ბოლნისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.
2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრიდან ჩამოვაყალიბე მერვეკლასელთა ბაზაზე და 1 თებერვლიდან მუშაობას იწყებს STEAM კლუბი.
STEAM კლუბში გაერთიანდა 25 მერვეკლასელი მოსწავლე, პირველი შეხვედრა ჩატარდა მიმდინარე სასწავლო წლის 1 თებერვალს ქ. ბოლნისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში, ავირჩიეთ კლუბის ლიდერი მოსწავლე, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გავაცანი კლუბის წესდება, კლუბის მუშაობის განრიგი, კლუბის სახელწოდება, ვაჩვენე კლუბის ლოგო და დავაანონსეთ ყოველკვირეული შეხვედრების განრიგი და საათი.
კლუბის ლოგო:

ძირითადად შეხვედრები იქნება თიმის და https://www.tinkercad.com/ -ის პლატფორმაზე, სადაც ვიმუშავებთ მოდელების სიმულაციაზე და შექმნილი პროექტების პრაქტიკულად განხორციელებისთვის შეხვედრები ჩატარდება ქ. ბოლნისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში.
კლუბის ლიდერი მოსწავლე გახდა: ანი ერემიანი.
შეხვედრების განრიგი ასეთია - თიმის პლატფორმაზე კვირაში ერთხელ ვხვდებით ყოველ ოთხშაბათს 8:30 საათზე და როგორც წინ ავღნიშნე ჩვენი შეხვედრები პარალელურად საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება სკოლაში.