ქვემო ქართლი, ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში IXგ კლაში ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა, ფიზიკა და ისტ-ი. ინტეგრირებული გაკვეთილი STEAM თემაზე "შუქნიშანი".
მოსწავლეები შევიდნენ https://www.tinkercad.com საიტზე თავიანთ ანგარიშზე, მივაწოდე მე გამზადებული პროგრამა c++ პროგრამირებაში დაწერილი და დაწვრილებით ავუხსენი პროგრამის მუშაობის პრინციპი, ფიზიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა ნათურის ანთება / ჩაქრობის დეტალები და ისტი-ის მასწავლებელმა ტექნიკური მხარეები.
მოსწავლეებმა პროგრამა საიტზე არსებული სიმულაციით გახსნეს და ნახეს შუქნიშანის მუშაობა, საკუთარი ნამუშევრის შედეგი.
შემდეგ ავაწყეთ თვითონ შუქნიშანი ფიზიკურად.
მოსწავლეების მიერ აწყობილი შუქნიშანი კომპიუტერული ტექნოლოგიების კაბინეტში არსებულ საგამოფენო კუთხეში არის მოთავსებული.
გაკვეთილს ესწრებოდა სასწავლო ნაწილის გამგე ქ. ლ. იასაღაშვილი.
ქვემოთ ვიდეოზე ნაჩვენებია ჩვენი აწყობილი შუქნიშანი:
