2019-03-22
მერვე კლასში გავიმეორე მეათე კლასში ჩატარებული ჯგუფური მუშაობა თემაზე - შემაჯამებელი წერა, მოსწავლეები დიდი ხალისით შეხვდნენ ამ აზრს, სიამოვნებით გაუზიარეს მეგობრებს დასაწერი მასალის ცოდნა. გაკვეთილი მიმდინარეობდა დიდი ინტერესით, მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ მეგობრებს და დაინტერესება ამ კლასშიც იმდენად დიდი იყო რომ იმ საღამოს ონლაინ ტესტები გააკეთა ყველა დონის მოსწავლემ, შესაბამისად შედეგი სხვა შემაჯამებელ წერასთან შედარებით იყო 10-15%-ით უკეთესი.