მასწავლებლების ახალი სქემის თანახმათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უფროსმა მასწავლებელმა უნდა წელიწადში ერთხელ გაიაროს ოცსაათიანი სავალდებულო ტრენინგი.
2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს მათემატიკოსებისთვის ჩატარდა ოცსაათიანი ტრენინგი - პროგრამა GeoGebra-ს შესწავლა - I დონე.
2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს მათემატიკოსებისთვის ჩატარდა ოცსაათიანი ტრენინგი - პროგრამა GeoGebra-ს შესწავლა - II დონე.
პირველი დონის ტრენინგების გავლის შემდგომ ვფიქრობდი რომ უკვე ძალიან კარგად ვიცოდი პროგრამა GeoGebra, მადლობა ბატონ როინს. მაგრამ ძალიან ვცდებოდი, რაშიც დავრწმუნდი პროგრამა GeoGebra-ს II დონის ტრენინგების პირველი შეხვედრიდან.
დავიწყეთ სავალდებულო ტრენინგი პროგრამა - GeoGebra-ს II დონე შესწავლა, ტრენინგს უძღვებოდა ქალბატონი ნინო მარდალეიშვილი, ძალიან მომეწონა, ათი დღის განმავლობაში ვსწავლობდით ახალახალ ფუნქციებს, მადლობა ქალბატონ ნინოს ასეთი კარგი ტრენინგისთვის.
მიუხედავად იმისა რომ ახალი ტრენინგის ბევრი ნამუშევარი ჯერ არ ამიტვირთია (უახლოეს დღეებში ვფიქრობ ავტვირთავ) - ჩემი პორტფოლიო GeoGebra.org საიტზე ასე გამოიყურება