2018-04-24



მეშვიდე კლასში ჩატარდა ჯგუფური მუშაობა სახელმძღვანელოში არსებულ პროექტზე. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში, უნდა გავზომოთ მანძილი ხევის ერთ ნაპირზე მდებარე ობიექტსა და მეორე ნაპირზე არსებულ ობიექტს შორის.

თემა - სამკუთხედების ტოლობის ნიშნები

ჯგუფური მუშაობის მიზანი: მოსწავლეები შესძლებენ ნახაზის აგებას, დააკავშირებენ სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს, შეძლებენ დაადგინონ სამკუთხედის ტოლობის ნიშნების გამოყენებით საჭირო გვერდების ტოლობა და განსაზღვრონ საძებნი მანძილი.

მოსწავლეებს მიეცა ინსტრუქცია სამუშაოს შესრულების შესახებ.

აქტივობა: ახალი მასალის განმტკიცება. - გაკვეთილის ბოლო 15 წუთი.

რესურსი:

სახელმძღვანელო, კალამი, ფანქარი, ფურცელი, სახაზავი, ფარგალი, ცარცი, დაფა.

დასმული ამოცანის გადასაჭრელად მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებად და აირჩა ლიდერები.


ჯგუფების მიერ დავალების შესრულება და შეფასება:


ლომიძე ელენე - 10

ასანიძე ქეთი

გალოიანი რუზანა

დევნოზაშვილი სალომე

დემურაშვილი გიორგი


ლომიძე ლუკა - 10

ავქოფაშვილი აკაკი

გოგოლაძე ნიკა

ლაზარეიშვილი გოდერძი


ყურაშვილი გიორგი - 10

ასანიძე ლუკა

ბაირამოვი სეიდალი

შუბითიძე მარიამი


ნაბიევი ელთუნ - 8

ამიროვი მეთინ

მუსაევი ილქინ

ორუჯოვი ამილ

შეფასების კრიტერიუმები
ცუდი (4-5) საშუალო (6-7) კარგი (8-9) ძალიან კარგი (10)
ჯგუფმა ვერ შეძლო ამოცანაში დასმული ნახაზის შედგენა. დავალება ვერ შეასრულა. არჩეული დავალების შესრულებისას დასჭირდა დახმარება, ცუდად ერკვევა სამკუთხედებში და არ იცის სამკუთხედის ტოლობის ნიშნები. ჯგუფმა კარგად შეასრულა დავალება. შეძლო ამოცანაში მოცემული ნახაზის შედგენა, განსაზღვრეს სამკუთხედის ტოლობის ნიშნები, მიაღწიეს შედეგს. ჯგუფმა ძალიან კარგად შეასრულა დავალება. მარტივად შეძლო ნახაზის აგება, სამკუთხედების ტოლობის ნიშნების გამოყენება და ძალიან სწრაფად და მარტივად მიაღწიეს შედეგს.

მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ჯგუფურად მუშაობით დასმული ამოცანის შესრულებას, კერძოდ ააგეს საჭირო სამკუთხედები, დააკავშირეს ტოლობის ნიშნებით და გაიგეს მანძილი ობიექტებს შორის, ამგვარი მუშაობით სწავლობენ სამუშაოს გადანაწილებას და ცდილობენ როგორც თავიანთი ინტერესების განმტკიცებას ასევე ჯგუფის.

მუშაობამ კარგად ჩაიარა, მოსწავლეებს ყველა ჯგუფში გადანაწილებული ჰქონდათ სამუშაო და ერთობლივი მუშაობით მიაღწიეს შედეგს, მხოლოდ უკმაყოფილო ვარ დროში ვერ ჩავეტიეთ ორი წუთი დასვენებიდან მოვიპარეთ, კიდევ კარგი დიდი დასვენება იყო. შემდეგში გავითვალისწინებ.

არსებობს ჯგუფური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.


ჯგუფების მუშაობის ამსახველი სურათი:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 11

არქივი

2024-01

2023-12

2023-10