მასწავლებლების ახალი სქემის თანახმათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უფროსმა მასწავლებელმა უნდა წელიწადში ერთხელ გაიაროს ოცსაათიანი სავალდებულო ტრენინგი.
2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს მათემატიკოსებისთვის ჩატარდა ოცსაათიანი ტრენინგი - პროგრამა GeoGebra-ს შესწავლა.
მიუხედავად იმისა რომ პროგრამა - GeoGebra-ს კარგად ვიცნობდი, უფრო სწორად მეგონა ვიცნობდი, რადგან მოსწავლეებთან ერთად ვაგებდით ფუნქციის გრაფიკებს, ვაკეთებდით პარალელურ გადატანას და მობრუნებას, თურმე ვცდებოდი და პროგრამა უფრო ფართო მაშტაბიანი ყოფილა.
დავიწყეთ სავალდებულო ტრენინგი პროგრამა - GeoGebra-ს შესწავლა, ტრენინგს უძღვებოდა ბატონი როინ ნაკაიძე, ძალიან მომეწონა, ძალიან სახალისო და ბევრის მომცემი იყო ყოველი დღე. ათი დღის განმავლობაში ვსწავლობდით ახალახალ ფუნქციებს, მადლობა ბატონ როინს.
ტრენინგის შემდეგ ჩემი პორტფოლიო GeoGebra.org საიტზე ასე გამოიყურება
ცნობა ტრენინგის გავლის შესახებ: ცნობა.
