მიმდინარე წლის 15 თებერვალს ჩატარდა კლუბის მესამე სამუშაო შეხვედრა თიმში. მუშაობა დავიწყეთ უკვე განხილულ პროექტებთან დაკავშირებით - კიდევ ერხელ კლუბის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების ანალიზით. მცირე გასაუბრების შემდეგ გადავედით დაგეგმილი საკითხის განხორციელებაზე.
მოსწავლეებს სასაუბროში მივაწოდე საიტის მისამართი, სადაც შევძლებდით სიმულაციის შექმნას - https://www.tinkercad.com/.
კლუბის წევრებმა მარტივად მოახერხეს მიწოდებული საიტის მისამართით პლატფორმაზე შესვლა.
მუშაობა დავიწყეთ მარტივი სიმულაციით - ნათურის ანთება. მოსწავლეები მუშაობდნენ პარალელურ რეჟიმში, ავაგეთ წრედი და ავანთეთ ნათურა, შემდეგ იგივე გავიმეორეთ - წრედის აწყობა დაფაზე, რაც დაგვეხმარება ფიზიკურად განვახორციელოთ ნათურის ანთება.
კლუბის მუშაობის სამუშაო ნაწილი ჩავიწერე ვიდეოზე, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, რომ, თუ რაიმე ვერ გაიგეს საჭირო დონეზე, ნახონ ვიდეო და თავიდან მოსინჯონ.
სურათზე აღბეჭდილია ჩვენი შეხვედრა 15 თებერვალს:
