2022-02-15



მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბერ იანვარში გავიარეთ ბოლნისის რაიონის სამი სკოლის კათედრის გამგეებმა ტრენინგები - სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში - EduTech.

ტრენინგების შემდგომი ქოუჩინგის სესიები დაიწყო - პირველი სესია ჩატარდა ჩვენთან - ბოლნისი, სოფელ რატევანის საჯარო სკოლა - მიმდინარე 2021-22 სასწავლო წლის 12 თებერვალს, დღის სამ სათზე. შეხვედრა ჩატარდა ინდივიდუალურად თითოეულ სკოლაში სხვადასხვა დროს.

სესიას უძღვეოდნენ ექსპერტები ხათუნა ბარაბაძე და ეკა კვირიკაშვილი.

განხილული მასალა იყო ძალიან საინტერესო, განვიხილეთ მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლისთვის საკუთარ მუშაობაზე დაკვირვება, განსაკუთრებით ჩემთვის რადგან პედაგოგიური მუშაობის მხოლოდ ხუთი წლის გამოცდილება მაქვს.

განვიხილეთ აგრეთვე ძალიან მაღალი დონის კითხვარი - მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე ჩავატარე გამოკითხვა მოსწავლეებთან და ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს მოსწავლეებთან და მშობლებთან გამოკითხვა, პროცესი ჯერ დასრულებული არ არის - მივხვდი რამდენად უსუსურია ჩვენი კითხვები, მომავალში აუცილებლად ჩავატარებ უფრო ძლიერ გამოკითხვას, შემოთავაზებული კითხვარი ძალიან მომეწონა და აუცილებლად დავნერგავ.

გავნიხილეთ ბევრი ჩვენთვის ყურადსაღები საკითხი კათედრაზე დანერგვისთვის, მაგალითად მასწავლებელთა შორის ურთიერთ შემაჯამებლების გასწორება. კომპლექსურ დავალებაზე ურთიერთ დასწრება და მრავალი სხვა. თუმცა როგორ მოხდება ყველაფრის წელსვე დანერგვა ძნელია წარმოსადგენად პანდემიის პირობებსი.






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2024-01

2023-12

2023-10