2022-04-20



კათედრის მენეჯმენტის ქოუჩინგი 2 ის მიმდინარეობის დროს ქალბატონმა ხათუნა ბარაბაძემ მოგვცა დავალება შემდეგი შეხვედრისთვის - შემაჯამებელი დავალებების ანალიზი, რომელიც პროგრამა ექსელში მუშაობას მოითხოვს.

ვინაიდან პროგრამა ექსელს მე ვფლობ უკეთესად, ამიტომ თანამშრომლებისთვის მათი თხოვნის გათვალისწინებით - თიმში დავნიშნე შეხვედრა მიმდინარე წლის 19 აპრილს საღამოს 9 საათზე. გავაკეთე ვიდეო ჩანაწერი, რომ თუ რაიმე დაავიწყდებათ გახსნან ვიდეო და გაიხსენონ.

თანამშრომლების მხრიდან დიდი დაინტერესება იყო, ყველა დასმულ კითხვას გავეცით პასუხი.

პროგრამა ექსელზე მუშაობის შემდეგ, განვიხილეთ ქალბატონი ხათუნა ბარაბაძის პრეზენტაცია და იქ არსებული დავალებები ყველა გავარჩიეთ.

მგონია, რომ შეხვედრა წარმატებული იყო, ვინაიდან ყველა კითხვა ამოვწურეთ ექსელის პროგრამაში დავალების შესრულებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ამსახველი ფოტო:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2023-07

2023-05

2023-04