2019-03-01



პროექტი "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები" აგრძელებს მუშაობას 2019 წელსაც, დაიწყო სამუშაოს პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს თემების არჩევას, საინტერესო ამოცანების მოძიებას და ამოხსნას.

წელს პროექტი წინა წლებთან შედარებით განსხვავებულად განხორციელდება, კერძოდ გასული ორი წლის პროექტში მოსწავლეებმა ჩემი თანდასწრებით მოახდინეს ინფორმაციის განთვსება საიტზე. ახლა თვითონ დამოუკიდებლად დადებენ დამუშავებულ და ჩემს მიერ დადასტურებულ ინფორმაციას სახლიდან. მხოლოდ ის მოსწავლეები რომლებმაც გასულ წლებში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა პროექტის მუშაობაში და ახლა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობის - ისინი მოვლენ ჩემთან ბინაზე, გავაცნობ ინფორმაციის პოსტის სახით ჩაწერის პრინციპს, ავუხსნი საიტის სამომხმარებლო და სერვერის მხარის ფუნქციებს და მას შემდეგ ჩემი თანდასწრებით განათავსებენ ინფორმაციას.

წელს თემები და ამოცანები აირჩა მათემატიკის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამიდან, არჩეულია თემები სახელმძღვანელოდან ჯგუფური მუშაობის, პროექტის და საინტერესო ინფორმაციის განყოფილებებიდან, აგრეთვე მათემატიკის ცხოვრებაში გამოყენების მაგალითები, რომლებიც მიზნათ ისახავს ცოდნის განმტკიცებას და გავრცობას, ახალი ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა წყაროებიდან მაგალითად: ინტერნეტი, კლასგარეშე წიგნები და სხვა.

მეორე ეტაპი მოიცავს დამუშავებული თემების /ამოხსნილი ამოცანების პოსტების სახით საიტზე განთავსებას საკუთარი ხელით ადმინისტრატორის პანელიდან.

პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ორი თვე - მიმდინარეობს თემების / ამოცანების შერჩევა, დამუშავება, შესწორება და გამართვა საჭირო დონეზე.

პროექტი "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები - 2019" მუშაობას დაამთავრებს მიმდინარე წლის 30 აპრილისთვის და დამუშავებული მასალა პოსტების სახით იქნება წარმოდგენილი იგივე მისამართზე, სადაც განთავსებულია წინა ორი წლის მზა ინფორმაცია.

მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები


არჩეული თემები და ამოცანები


მერვე კლასი

ასანიძე ლუკა - ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოყენება

ასანიძე ქეთი - გენეტიკა

გალოიანი რუზანა - პითაგორას რიცხვები

ლომიძე ელენე - მართკუთხედის თვისებები

ლომიძე ლუკა - მათემატიკის ხელსაწყოები

ყურაშვილი გიორგი - წრფივი ფუნქციის თვისებები

შუბითიძე მარიამი - გამოსახულების გარდაქმნა

ავქოფაშვილი აკაკი - გეომეტრიულ ფუგურათა გამოყენება

ლაზარაშვილი გოდერძი - წრფივი ორუცნობიანი განტოლება

დევნოზაშვილი სალომე - სიმეტრია

გოგოლაძე ნიკა - რიცხვის სტანდარტული ფორმა


მეცხრე კლასი

გაჩეჩილაძე გიორგი - გეომეტრიული გამოყენების მაგალითები

გოგოლაძე თამაზი - ნაშთთა არითმეტიკა

გრძელიშვილი ლაშა - ფუნქციის მოცემის ხერხები

დევნოზაშვილი ციალა - მათემატიკური ხელოვნება

გოგოლაძე გიორგი - მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა

ავქოფაშვილი ხატია - მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები

ნიკა მღვდელაძე - ლაზერული სხივი

ასანიძე დათო - მოდელი

მატევოსიანი არტურა - ჩემი ოთახი

ტყემალაძე ზურა - გამოგონება

ხოსიშვილი ანა - ლოგიკური ამოცანები


მეათე კლასი

ასანიძე გუჯა - მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა

გოგოლაძე გიორგი - ლოგიკური ამოცანა

გოგოლაძე ნოდარი - პასკალი, ალბათობა

გუნაშვილი ლიკა - ეკოლოგიური პრობლემები

გუნაშვილი მარიამი - კვადრატული განტოლება

დევნოზაშვილი მარიამი - პრობითი წინადადებები

ისიანი რატი - მოდულის შემცველი ფუნქციები

კოდიაშვილი ლიკა - მარტივი რიცხვები

შეყლაშვილი ლუკა - პარალელური გადატანა ცხოვრებაში

თურან ბაირამოვი - ოქროს კვეთა

ალიევა საგადათ - ბანკის პროცენტი

მონიავა გიგი - როგორ ვითარდებოდა გეომეტრია


პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ღვედაშვილი

პროექტის email - web@sites.ge

პროექტის საიტი - http://project.sites.ge





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2023-07

2023-05

2023-04