2022-09-10



2016 წლის სექტემბერში დავიწყე სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა 61 წლის ასაკში, მანამდე მასწავლებლად არ მიმუშავია.

იმავე 2016 წლის მიწურულს მოვიდა სკოლაში ინფორმაცია მილენიუმის ტრენინგებთან დაკავშირებით, გავეცანი ინფორმაციას სრულად, თუმცა მე სიაში არ ვიყავი პირველ ნაკადზე, (მეორე წელს დაიწყო მეორე ნაკადი და იქ უკვე გავიარე ყველა ხუთივე ტრენინგი) ინფორმაციის გაცნობის დროს ძალიან დამაინტერესა პორტფოლიომ. წავიკითხე ინფორმაცია ელექტრონული პორტფოლიოს შესახებ - ძალიან მომეწონა. ჩემი მოწონება და დაინტერესება რეალურად განვახორციელე

ონლაინ პორტფოლიო - ფიქრი საქმედ ვაქციე და შევქმენი მასწავლებლის საგანმანათლებლო ბლოგი, სადაც სკოლაში მუშაობის განმავლობაში განხორციელებული ყველა ჩემი აქტივობა არის დაფიქსირებული, დღეის მდგომარეობით 167 პოსტი.

ბლოგზე არის განთავსებული პოსტების სახით - განვლილი ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, გაკვეთილის გეგმების, რეფლექსიების, ინდივიდუალური დავალებების, კვლევების, აკადემიური კურსის, გამოცდის და სხვათა შესახებ სრული ინფორმაცია.

ვფიქრობ საგანმანათლებლო ბლოგი - წარმატებული პროექტია.

საგანმანათლებლო ბლოგი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10