2024-12-03



ქვემო ქართლი, ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში Xგ კლაში განვახორციელე პროექტი, ჩემი სამყარო - მათემატიკის თვალით დანახული.

მოსწავლეებს დავალებაში ჰქონდათ მიცემული საკუთარი სამყარო წარმოეჩინათ, ანუ მომავალში რა სურდათ რომ ჰქონოდათ. მაგალითად აუზიანი სახლი ან ბიზნესი, თავიანთი შეხედულებებით.

მოსწავლეებმა საკუთარი სურვილები გადაიტანეს პროგრამა მაინქრაფტში და საინტერესო ვიდეო ჩანაწერები წარმოადგინეს.

ერთმა მოსწავლემ თავისი სამყარო ფანქრით დახატული წარმოადგინა, მისი სურვილი მანქანების გარაჟს წარმოადგენს.

ვიდეო ჩანაწერები დიდი ზომისაა და ამიტომ ნახატის სახით წარმოდგენილი სამყარო სურათის სახით ქვემოთაა:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 207

საიტზე იმყოფება: 3

არქივი

2025-06

2025-04

2025-03