2021-05-25
ვინაიდან სკოლაში მუშაობა დავიწყე 2016-2017 სასწავლო წელს, სტატუსიანი მასწავლებელი რომ გავმხდარიყავი ჩემთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობდა - საგნის გამოცდაზე უნდა მქონოდა 10 კრედიტი მიღებული და პროფესიულის 60 კრედიტიანი პროგრამა გამევლო, რადგან დიპლომში არ მიწერია პედაგოგი.
2019 წლის ივლისში საგნის გამოცდაში მივიღე 10 კრედიტი, ახლა საჭირო იყო 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა.
2019-2020 სასწავლო წლიდან რეგიონის სკოლებში მოქმედი მასწავლებლებისთვის შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იყო აკადემიური კურსის გავლა, რომელიც ჩაითვლებოდა როგორც 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა.
გავიარე აკადემიური კურსი და მომენიჭა 2020 წლის სექტემბერში უფროსი მასწავლებლის სტატუსი, თუმცა სერტიფიკატი ავიღე 2021 წლის 25 მაისს.
ჩემი სერტიფიკატი:
