მიმდინარე სასწავლო წლის 4 მარტს ჩატარდა ტრენინგი - პანელური დისკუსია თემაზე - კათედრების როლი "ახალი სკოლის მოდელი"-ს განვითარებაში.
ტრენინგს უძღვებოდნენ "ახალი სკოლის მოდელი"-ს მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი - ციცია გაგნიძე და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი გია მურღულია
ტრენინგზე განხილულ იქნა სასწავლო პროექტის მიზნები და განხორციელება.
გაგვანაწილეს ჯგუფებში, თითოეულ ჯგუფს მოგვცეს დავალება - ფინანსური წიგნიერება და სამოქალაქო უსაფრთხოება. განაწილება მოხდა საგნების მიხედვით - მაგალითად ჩვენი ჯგუფი იყო შექმნილი მათემატიკის და ტექნოლოგიების კათედრის ხელმძღვანელებისგან - ვიმუშავეთ თანამშრომლობით.
მოვისმინეთ ყველა ჯგუფში შესრულებული პრეზენტაციები, ერთი სიტყვით საინტერესო იყო.
მადლობა ქალბატონ ციციას და ბატონ გიას საინტერესო პანელური დისკუსიისთვის.
