2020-03-12



კორონა ვირუსთან დაკავშირებით სკოლაში სწავლა შეწყდა პირველ აპრილამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები სამი კვირით ჩამორჩებიან პროგრამას.

მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს მოსწავლეებს - ყველას აქვს რეგისტრაცია შემაჯამებლების სავარჯიშო ტესტირების საიტზე, მათთვის ნაცნობი ატმოსფეროა სამუშაოდ, ამიტომ თავისუფლად შესძლებენ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, დავალების შესრულებას და გამოგზავნას.

გავითვალისწინე რა ზემოთ აღნიშნული ვითარება - ჩემი მოსწავლეებისთვის გავაკეთე პლატფორმა ტესტირების საიტზე, სადაც მივაწვდი ყოველდღე ახალ ინფორმაციას გაკვეთილის შესახებ, მივცემ ონლაინში არსებულ ვიდეო გაკვეთილზე ბმულს და საშინაო დავალებას.

მოსწავლეები გაეცნობიან მიწოდებულ ინფორმაციას, უყურებენ მიწოდებულ ვიდეო გაკვეთილს, შეასრულებენ დავალებას და გამომიგზავნიან.

მოსწავლეები შესრულებულ დავალებას გადმომიგზავნიან იგივე საიტზე არსებული ატვირთვის ფუნქციით ან ჩამიყრიან მესენჯერში შექმნილ შესაბამისი კლასის მათემატიკის ჯგუფში და ისინი შემოწმდებიან ყოველდღიურად.

რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში იციან როგორ დამიკავშირდნენ და გაარკვიონ საჭირო საკითხი.

ჯერჯერობით აღნიშნული პლატფორმა იმუშავებს 16 მარტიდან - 1 აპრილამდე, თუ არ დავბრუნდებით სკოლაში - მაშინ, ან გადავალთ მასწავლებელთა სახლის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით სწავლებაზე, ან გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენივე რესურსით (თუ შედეგი მისაღები იქნება).





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 33

არქივი

2024-01

2023-12

2023-10