მიმდინარე სასწავლო წელს კურიკულუმით გათვალისწინებული მაქვს მეცხრე კლასში სამი კომპლექსური დავალების შესრულება, ერთი პირველ სემესტრში და ორი მეორეში.
მიმდინარე სასწავლო წლის 30 ნოემბერს მეცხრე გ კლასში წარვადგინე კომპლექსური დავალება - ნორჩი არქიტექტორი.
კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა ერთ-ერთ კურორტზე არასტანდარტული კოტეჯის ააშენებას და იქ წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკის მოაწყობას.
საჭირო იყო ფანჯრების ზომების სწორად შერჩევა და განთავსება სრული განათების მისაღებად.
დავალება ითვალისწინებდა სრულ ხარჯთაღრიცხვას, მათ შორის საგადასახადო დავალებებს.
მოსწავლეებმა იმუშავეს ზოგმა ინდივიდუალურად და ზოგმა ჯგუფურად.
მოსწავლეებმა დავალება მაინქრაფტში შეასრულეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია.
ყველა მოსწავლემ შეასრულა დავალება და მიიღო განმავითარებელი შეფასება.
კომპლექსური დავალების ბარათი - ნორჩი არქიტექტორი