გიორგი ასპანიძე
ჩემი უცხოელი მეგობარია დავითი, ის რუსეთიდანაა. მასთან ძალიან კარგად ვერთობი. ერთად ვთამაშობთ. ჩემი მეგობარი ზეზვა ცხოვრობს საბერძნეთში, მასთანაც კარგად ვერთობი და ვთამაშობთ.
გია ბერუაშვილი
მე ვიყავი ბაკურიანში, იქ გავიცანი სამი მეგობარი ილია, რეზი და რეზი. ჩვენ დილით ხან თერთმეტზე და ხან თორმეტზე ჩავდიოდით სტადიონზე და ფეხბურთს ვთამაშობდით. შემდეგ კი კარტს, მერე მივდიოდით სახლში ფულს ვაგროვებდით და პარკში ვის რა გვინდოდა იმაზე ვეჯიბრებოდით. ჯერ დასარტყმელს ვურტყავდით, მერე რაღაც ყუთი იდგა, იქ სათამაშოები ეყარა და ვეჯიბრებოდით ვინ ამოიღებდა სათამაშოს, მერე კვადროზე ვკატაობდით, ხან ბურანზე. შემდეგ ტირს ვისროდით, ცხენზე ვჭენაობდით და ხან რაზე ვკატაობდით. მერე შინ ვბრუნდებოდით, ვჭამდით.
სალომე გორდაძე
ჩემს უცხო მეგობარს ჰქვია გიგი, ის ცხოვრობს ბათუმში და გორში კი ბებიამისი ჰყავს, ბებიაჩემთან რომ ჩავდივარ არდადეგებზე სულ ვხედავთ ხოლმე ერთმანეთს და სულ ერთად ვართ.
თამარ დევნოზაშვილი
მე მყავს ორი მეგობარი საბერძნეთიდან, ერთი არის ჩემზე ერთი წლით დიდი, მეორე სიმაღლით დიდია და ჩემი წლოვანების არის. პირველს ჰქვია მელანო ის ჩამოვიდა ბოლნისში და საჯარო სკოლაში დადის, მეორეს ჰქვია მარი ის დადის სკოლაში საბერძნეთში.
მე მყავს ამერიკიდან ერთი მეგობარი ნათლიის შვილიშვილი, მას ჰქვია ნიკოლოზი, ის ჩემზე ხუთი წლით პატარაა.
მე მყავს თბილისიდან სამი მეგობარი, ისინი არიან ნიკა, თეკლე და ნიკუშა. პირველი არის ჩემზე ერთი წლით დიდი, თეკლე ჩემზე პატარაა ერთი წლით, ნიკუშა არის ჩემი ტოლი, ისინი დადიან სკოლაში თბილისში.
მე მყავს თბილისიდან ორი მეგობარი, ისინი არიან დები, მათ ჰქვიათ ლიზი და მარი, ლიზი ჩემზე ორი წლით დიდი და მარი ჩემი წლოვანების არის.
მე მყავს საბერძნეთიდან ჩემი საკუთარი ძმა, მას ჰქვია თორნიკე და ის არის ჩემზე დიდი 9 წლით.
ირაკლი ერაძე
ჩემი უცხოელი მეგობარია დათო ასლანიშვილი. იგი ცხოვრობს გერმანიაში, არის 8 წლის, დადის ფეხბურთზე, იგი ხანდახან ჩამოდის ხოლმე საქართველოში.
ელენე ლაზარეიშვილი
ჩემ უცხოელ მეგობარს ტანია ქვია, ის არის რუსი, ის გავიცანი საქართველოში გელათის მონასტერში ტურისტად იყო ჩამოსული, დავმეგობრდით. ძალიან გვიხაროდა ერთად რომ ვიყავით, ვისწავლე რამდენიმე რუსული სიტყვა, ტანიას ყავს ორი და, ერთი არის 21 წლის, მეორე 19-ის. ტანია დადის იმ ადამიანთან რომელიც ქართულად ასწავლის წერა-კითხვას. მე დავათვალიერებინე ბოლნისი და სხვა რაონის სოფლები. ტანია მაღალი გოგოა, ამიტომ ის ბალეტზე დადის, მღერის. ტანია არის 11 წლის, მის დედას ანჟელა ქვია, მამას ედვარდი, მას უყვარს თავისი ენა და ეტანება მათემატიკას, მას უნდა გამოვიდეს მეცნიერი.
ანი ჯაფარიძე
ჩემს მეგობარს ჰქვია მარი. იგი ცხოვრობს თბილისში და არის 11 წლის. მასთან ერთად კარგად ვერთობი, ძალიან ბევრს ვთამაშობთ ხოლმე ერთად, როცა თბილისში ვარ. მას ყავს ძმა, რომელსაც ნიკა ჰქვია. პარკშიც მივდივართ ხოლმე და კარგ დროს ვატარებთ.
ნია ჯირაშვილი
ჩემი უცხოელი ნათესავი არის სალომე, ის საბარძნეთში დაიბადა და გაიზარდა, ის ჩემი ტოლია და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
ავტორის სტილი დაცულია.