ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო შეწყვეტილია სკოლებში სწავლის პროცესი და შექმნილი ვითარება მოითხოვს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას. მიმდინარე წლის 17 მარტიდან ვიყენებ საკუთარ რესურს, ბავშვებისთვის უკვე ნაცნობ ტესტირების საიტს, სადაც პოსტების სახით ვდებ გაკვეთილებს და გაკვეთილში საჭიროების მიხედვით ვიდეო გაკვეთილის ბმულს ონლაინ რესურსზე.
მიმდინარე წლის 30 მარტიდან სახელმწიფოს დახმარება მივიღეთ - ტელეგაკვეთილების სერია ტელევიზიის მეორე არხზე და მე ჩემს ჯგუფებში დავიწყე Teams - ში შეხვედრები - პარალელურად საიტზე მიმდინარეობს ისევ პოსტების განთავსება დავალებების შესახებ.
Teams - ში მხოლოდ ბავშვების ნაწილი შემოდის, იმედია თანდათან მოვაგვარებთ საკითხებს და შევძლებთ თიმის სრულად გამოყენებას. თუმცა მოსწავლეთა სრულ დასწრებას ვფიქრობ ვერ მივაღწევთ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ტესტირების საიტის გამოყენებას საჭიროების მიხედვით გავაგრძელებ.
ტესტირების საიტზე არსებობული ფუნქცია, რომელიც ყოველ ტესტს ამოწმებს და წერს პროცენტულად მოსწავლის შედეგს, დავამატე ქულის გამოყვანის ფუნქცია, მოსწავლეს ეწერება შედეგის ამსახველი ქულაც და მისი შედეგის გამომსახველი პროცენტული მაჩვენებელიც.
მე ვფიქრობ განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმად გამოდგება და ყოველი თავის შემდეგ მოსწავლეებს მივცემ დროს და იმ დღის შედეგი - ქულა ჩაეთვლება ნიშანში.
რაც შეეხება სსსმ მოსწავლეებს, მყავს სამი და ინტერნეტში წვდომა აქვს მხოლოდ ერთს, მისთვის დავალებების მიცემას ვიწყებ დღეიდან და მესენჯერში ჩავუგდებ პირადში, პოსტზე ან ჯგუფში მისი დავალების განთავსება ვფიქრობ არ იქნება სწორი. ვმუშაობ დანარჩენ ორთან დაკავშირების საკითხზე.