2022-06-10



მიმდინარე 2021-2022 სასწავლო წელს ისევ გრძელდება პროექტი სახელწოდებით: მათემატიკის საოცარი სამყარო, როგორც ვიუწყებოდი ვებინარებს უძღვებიან ჩვენი ქვეყნის პროფესორები მათემატიკის დარგში და მოწვეული ქართველი პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო პროექტია. გასულ წელს ჩემი ორი მეათეკლასელი მოსწავლე მონაწილეობდა და სასწავლო წლის ბოლოს გამართულ კონკურსში, როგორც ვიუწყებოდი ერთ-ერთმა მესამე ადგილი დაიმსახურა.

მე თვითონ ვარ გაწევრიანებული ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში და ყურადღებით ვადევნებ თვალყურს მიმდინარე პროცესებს, ვუყურებ ვებინარის ჩანაწერებს, მოსწავლეების მხრიდანაც ვიღებდ ინფორამციებს.

სასწავლო წლის დასასრულს პროექტზე "მათემატიკის საოცარი სამყარო" კვლავ გამოცხადდა კონკურსი, დავალება იყო - საინტერესო თემა მათემატიკაში.

ჩემი მოსწავლეებიდან ერთ-ერთი - ლუკა ლომიძე გავიდა მესამე ადგილზე.

ჩემი მოსწავლეებიდან მეორე - ელენე ლომიძემ გასულ წელს მესამე, ხოლო ამჯერად კონკურსში მეორე საპატიო ადგილი დაიმსახურა.

ძალიან გამიხარდა, ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით.

სკოლაში მოვუწყეთ პატარა ღონისძიება და მივულოცეთ წარმატებები ელენე და ლუკა ლომიძეებს, ღონისძიების ამსახველი ფოტო:


ოფიციალური დაჯილდოება გაიმართა 10 ივნისს, დაჯილდოების ამსახველი ფოტო:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10