მიმდინარე სასწავლო წლის 15.12.2023 წელს რეგისტრაცია გავიარეთ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტში - სტემ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნა ექვის მოსწავლე ქ. ბოლნისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლიდან, მათ შორის სამი მიიღებდა მონაწილეობას მათემატიკის, ორი - ფიზიკის და ერთი ინფორმატიკის ტურში.
რეგისტრაციის შემდეგ ვიფიქრეთ რომ კარგი იქნეობოდა მოსწავლეებისთვის გვეჩვენებინა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში არსებული სტემ ლაბორატორია.
ამასთანავე მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ტექნოლოგიური პარკის დათვალიერებაც.
ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფს უძღვებოდნენ შემდეგი მასწავლებლები: ჯგუფის მენტორი - მათემატიკის მასწავლებელი, მე - მარინე ღვედაშვილი, ფიზიკის მასწავლებელი - იზა ლოსაბერიძე და ინფორმატიკის მასწავლებელი - მზია ჩოქური.
მასწავლებელთა ჯგუფმა ვითათბირეთ მიზნობრივი ექსკურსიის შესახებ, გადაწყვეტილება მივიღეთ, მოვაგვარეთ საკითხი ლაბორატორიაში - ბათონ დავით სონღულაშვილთან, რომ ჩასულ მოსწავლეებს ჰქონოდათ სრული ახსნა განმარტების და კითხვებზე პასუხების მირების შესაძლებლობა.
აგრეთვე ტექნოლოგიურ პარკში უკვე დაგეგმილი დროით განვახორციელეთ სტუმრობა და ნამდვილად მოსწავლეებს გაეცათ დაბადებულ კითხვებზე სრული პასუხები.
ამრიგად მიმდინარე სასწავლო წლის 22 დეკემბერს განვახორციელეთ მიზნობრივი ექსკურსია.
ზემოთ წარმოდგენილია მიზნობრივი ექსკურსიის დროს გადაღებული ფოტო მასალა.