გიორგი ასპანიძე
მილიონი რომ მქონდეს ბავშვთა სახლს გადავურიცხავდი,რესტორნებს გავხსნიდი, დიდ სახლს ავიშენებდი. ბევრ ღარიბ ხალხს მივცემდი. ბევრ ქარხანას გავხსნიდი. მასწავლებლებს მივცემდი, სკოლას ავაშენებდი და გავახანგრძლივებდი.
გია ბერუაშვილი
მილიონი რომ მქონდეს სახლს ვიყიდიდი, მოტოს ვიყიდიდი, დარჩენილი ფულით ოთახს მოვიწყობდი და მათხოვრებს დავეხმარებოდი.
თეონა გოგებაშვილი
მე რომ მილიონი მქონდეს ვიყიდიდი მანქანას, მერე სახლს, შემდეგ დავეხმარებოდი ღარიბებს, ავადმყოფებს, ვინც გაჭირვებული იქნება დავეხმარები. რაც დამრჩება ჩემთვის საკვებს, ტელეფონს, ბუკს, კომპიუტერს, ჩემს სახლს მოვრთავდი. ვიყიდიდი ქოთნებს, ლოგინს, ტახტს, მაგიდას, სკამებს, საჭირო ნივთებს, ვაიფაის შემოვიყვან და ასე შემდეგ.
სალომე გორდაძე
მილიონი რომ მქონდეს ჩემს საკლასო ოთახს გავარემონტებდი, ვიყიდიდი ჩემთვის სახლს, ჩემს ყულაბაში ფულს ჩავყრიდი, ჩემთვის ტანსაცმელს ვიყიდიდი. ღარიბებს დავეხმარებოდი. მთელი სკოლის კლასებს გავარემონტებდი.
თამარ დევნოზაშვილი
მილიონი რომ მქონდეს ჯერ სახლისთვის გამოვიყენებდი, მერე ღარიბებს დავურიგებდი და ბავშვთა თავშესაფრებს მივცემდი. მასწავლებლებს მივცემდი და დირექტორსაც. ჩემ ყულაბაში ჩავყრიდი. დირექტორს მივცემდი და ბავშვებს მისცემდა.
ირაკლი ერაძე
მილიონი რომ მქონდეს პირველ რიგში სკოლის მაკიაჟურ რემონტისთვის ჩავდებდი ფულს, მასწავლებლებს მივცემდი, ჩემ ოჯახის წევრზე ვიზრუნებდი, ფულსაც მივცემდი, ღარიბებს დავეხმარებოდი, ვიზრუნებდი რომ კარგი მომავალი ჰქონოდათ და დანარჩენს ჩემთვის დავიტოვებდი.
აისელ თანრივერდიევა
იყო ერთი კაცი რომელიც ძალიან ღარიბი იყო, ჯიბეში ლარიც არ ჰქონდა. მას ზოგი ეხმარებოდა, ზოგი არა. ახლა როგორც იქნა ამ კაცს მილიონები აქვს. მან სხვადასხვა ქვეყნებში ააშენა სახლები და ეხმარება ყველა ღარიბ ოჯახს. ჩემი აზრით ეს კაცი სწორად აკეთებს, მეც ასე გავაკეთებდი.
ელენე ლაზარეიშვილი
მილიონი რომ მქონდეს ნახევარს ობლებს, ბავშვთა საავადმყოფოს დავეხმარებოდი, ცოტას მეც გამოვიყენებდი. კიდევ დავეხმარებოდი სხვადასხვა გაჭირვებულ ოჯახებს, დავეხმარებოდი სკოლებს, კარგი კლასები რომ ქონდეთ. კიდევ დავეხმარებოდი ეკლესიებს.
ლუკა ლაზარეიშვილი
მილიონი რომ მქონდეს ვიყიდიდი მანქანას, მოტოციკლეტს და დავეხმარებოდი ღარიბებს, დავურიგებდი რაც ფული დამრჩებოდა.
სანან ორდუხანოვი
მილიონი რომ ქონდეს მასწავლებელს მიცემდი და მაქანას იყიდიდი, ოთხი ცალი მაქანას, ვისაც მაქანა არ აქვს იმას მიცემდი, ბათუმში წავიდე მე და ჩემი ძმა, მამა და დედა ოცი დღე არ მოვიდე კარგად დავისვენოდ, წრეში ბურთი ვითამაშო, ფეხბურთიც ვითამაშოდ. რესტორანში საჭმელს ვჭამოთ, ორი ცალი მაღაზია ვიყიდო.
ნილოლოზ ღვინიაშვილი
მილიონი რომ მქონდეს ჩემთვის სახლს ვიყიდი, ღარიბებს ვუყიდი სახლს, ჩემ ბავშვს ვუყიდი სათამაშოებს და მანქანას ვუყიდი ღარიბებს, რო ვუყიდე სახლი თუ არ იყო საჭმელი ვუყიდი, თუ თმების შეჭრა მოუნდებათ ფულს მივცემდი.
ანი ჯაფარიძე
მილიონი რომ მქონდეს ვიყიდიდი პატარა თეთრ ლეკვს, დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. თბილისში ვიყიდიდი ბინას, ჩემს დედმამასთან და დასთან ერთად გავემგზავრებოდი საზღვარგარეთ ერთი თვით დასასვენებლად. აგრეთვე რაც ფული დამრჩებოდა შევინახავდი ყულაბაში და სხვა დროს ვიხმარდი/ გამოვიყენებდი.
ნია ჯირაშვილი
მე რომ მილიონი ლარი მქონდეს ბავშვთა საავადმყოფოს მივცემდი, ცოტას ჩემთვის დავიტოვებდი, ბიზნეს წამოვიწყებდი და ბიზნესის ფულის ნახევარსავ ბავშვთა საავადმყოფოს მივცემდი.
ავტორის სტილი დაცულია.