2022-02-28



მიმდინარე სასწავლო წლის 27 თებერვალს ჩატარდა 7 საათიანი ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში - მასწავლებელი მეწარმე, ტრენინგს უძღვებოდა სასიამოვნო ქალბატონი - მანანა ჯინჭარაძე.

ჩემს პედაგოგიურ მუშაობას სხვა თვალით შევხედე, მიუხედავად იმისა რომ მეწარმეობის საკითხებში ასე თუ ისე გარკვეული ვარ - ამ კუთხით კავშირი რომ დამენახა არ დავფიქრებულვარ. მართლაც რა დიდი მსგავსებაა მასწავლებელს და მეწარმეს შორის, ორივეს რეალიზება სჭირდება მაღალ დონეზე და თუ ამას არ გააკეთებ - დასახელებული ორიდან ვერც ერთს ვერ აწარმოებ/ასწავლი.

ტრენინგზე წარმოდგენილი იყო თეორიულად საკმაოდ კარგად დასაბუთებული მასალა და ჯგუფებში პრაქტიკული წარმოდგენებიც ჩავატარეთ.

დავფიქრდი და მივხვდი რომ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობაში, ის რასაც დღემდე ვაკეთებდი და არც თუ ისე ცუდად გამომდიოდა - არ არის საკმარისი, სხვა ჭრილში უნდა შევაფასო და განვიხილო ჩემი მუშაობა.

ეს იდეა როგორც ტრენინგიდან შევიტყვეთ არ არის ახალი, მაგრამ გამოყენებაში ახალი მიდგომაა, პირადად ჩემთვის ახალია.

მადლობა ქალბატონ მანანას ასეთი ტრენინგისთვის - ვფიქრობ ეს იდეა რევოლუციას მოახდენს განათლებაში.






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2023-07

2023-05

2023-04