2022-01-15



საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის პროექტის "სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში" საპილოტე პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში უკვე დაიწყო. საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 30 სკოლას შორის ქალაქ ბოლნისის №5, სოფელ რატევნისა და სოფელ დისველის საჯარო სკოლები მოხვდნენ. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მენეჯმენტის საშუალო რგოლის განვითარებას, კათედრების ხელმძღვანელების გადამზადებას ლიდერობასა და მენეჯმენტში, კათედრების სისტემის გაძლიერებას.

პროექტის მიზანია, საპილოტე საჯარო სკოლებში ხელი შეუწყოს მმართველობითი პრაქტიკისა და მართვის სისტემის გაუმჯობესებას საშუალო რგოლის მხარდაჭერისა და გაძლიერების გზით.

როგორც გვპირდებიან პროექტის ფარგლებში შეიქმნება სასწავლო რესურსების პირველი კრებული კათედრის ხელმძღვანელებისთვის, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი

მე როგორც სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და მათემატიკის კათედრის თავჯდომარე მოვხვდი პროექტში.

პროექტის პირველი შეხვედრა მიმდინარეობდა მიმდინარე 2021-2022 სასწავლო წლის 10-12 დეკემბერს სამი დღის განმავლობაში. ტრენინგი, სახელწოდებით - ლიდერული და ეფექტური კომუნიკაცია / მედიაცია და კონფლიქტის მენეჯმენტი.


პროექტის მეორე შეხვედრა მიმდინარეობდა მიმდინარე 2021-2022 სასწავლო წლის 17-19 დეკემბერს სამი დღის განმავლობაში. ტრენინგი, სახელწოდებით - კათედრის სტრუქტურა, უფლებამოსილება და პოტენციალი / საგნობრივი კათედრების გზით პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.


პირველი ორი შეხვედრა შედგა ქ. ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში, მადლობა სკოლას საუკეთესო მომსახურებისთვის.

პროექტის დასკვნითი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა მიმდინარე 2021-2022 სასწავლო წლის 15 იანვარს. ტრენინგი, სახელწოდებით - საგანმანათლებლო ტექნოლოგიები.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 8

არქივი

2024-01

2023-12

2023-10