მიმდინარე 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისშივე უფროსკლასელთათვის გამოცხადდა რეგისტრაცია პროექტზე: მათემატიკის საოცარი სამყარო, ვებინარებს უძღვებოდნენ ჩვენი ქვეყნის პროფესორები მათემატიკის დარგში და მოწვეული ქართველი პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო ჩანდა. ჩემს მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს მივაწოდე რეგისტრაციის ბმული, დარეგისტრირდა მეათე კლასის ორი მოსწავლე.
მე თვითონაც გავწევრიანდი ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში, ჩემი სურვილია ყურადღებით ვადევნო თვალყური მიმდინარე პროცესებს, თუმცა მოსწავლეების მხრიდანაც შესაძლებელი იქნება ინფორამციების მიღება.
იმედია დაიდება ვებინარების ჩანაწერები, მექნება საშუალება ყურების და იქნება მოსწავლეებთან განხილვის საგანიც.
ვფიქრობ ძალიან საინტერესო ვებინარებს შესთავაზებენ მოსწავლეებს ქართველი პროფესორები.