კიდევ ერთხელ ჩემი მასწავლებლად ჩამოყალიბების შესახებ. 2016-2017 სასწავლო წელს დავიწყე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა - ქვემო ქართლი, ბოლნისი, რატევანის საჯარო სკოლაში 61 წლის ასაკში სკოლაში მუშაობის გამოცდილების გარეშე, ამასთანავე სკოლა 45 წლის წინ და სახელმწიფო უნივერსიტეტი 40 წლის წინ მქონდა დამთავრებული, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი - პროგრამა შეცვლილი, სწავლების სხვა მიდგომები და ამასთან ყველაფერი დავიწყებული.
2017 წლის ზაფხულში გავედი საგნობრივ გამოცდაზე და შეფასება მივიღე 4 კრედიტი. 2017 წლის სექტემბრიდან შემოვიდა მასწავლებლის მაძიებლის პროგრამა და ჩავერთე შესაბამისად. 2018 წლის ზაფხულში კიდევ გავედი გამოცდაზე და შეფასება მივიღე 7 კრედიტი.
2019 წლის ზაფხულში მივიღე ნანატრი 10 კრედიტი საგნობრივ გამოცდაზე - მათემატიკა VII-XII კლასები.
ვინაიდან დიპლომში მეწერა კვალიფიკაცია - მათემატიკოსი და არ მეწერა პედაგოგი, ამიტომ აუცილებელი იყო 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა, მაგრამ რადგან მოქმედი მასწავლებელი ვიყავი და ვასწავლიდი ერთერთ რეგიონში - გავიარე აკადემიური კურსი, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა.
სერთიფიკატი - მასწავლებლის მაძიებლის პროგრამის წარმატების გავლის შესახებ:
