მათემატიკის კვირეულში დაგეგმილი ღონისძიებები V კლასელებისთვის იყო ყოველდღიური, ოთხივე დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას ასრულებდნენ ბავშვები (მათემატიკის კვირეული დაემთხვა აღდგომის წინა კვირას და ამიტომ ოთხი დღე გვქონდა).
ორშაბათს მოსწავლეებს წარვუდგინე ლოგიკური ამოცანები დაბეჭდილი სახით - მათი ცოდნის დონის შესაბამისი, მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება და დამიბრუნეს ნაწერები გასასწორებლად.
სამშაბათს მოსწავლელებმა დააგეგმარეს საბავშვო გასართობი ცენტრი, ფანტაზია გამოიყენეს და სხვადასხვა სათამაშოს მოუძებნეს გარკვეული ადგილი უჯრებიან ფურცელზე და ამასთანავე სხვადასხვა ფერებით განათავსეს, შემდეგ ფერებით აღნიშვნები გააკეთეს, რომელი სათამაშო რა ფერის იყო, გარდა ამისა დაითვალეს ფართობები მთლიანი ბაღის და ცალკეული სათამაშოსთვის განკუთვნილი ადგილის.
მესამე დღეს ოთხშაბათს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს დავალება - მათემატიკური ზღაპარი, თვითოეულმა მოსწავლემ წარადგინა თავისი ნამუშევარი. საინტერესო იყო მათი ნააზრების მოსმენა, განსაკუთრებით დამაფიქრა, რომ თითქმის ყველა მოსწავლეს მაღაზიასთან ურთიერთობა ჰქონდა აღწერილი, სხვადასხვა ინტერპრეტაციით - ბავშვმა არ იცოდა ანგარიში და ვერ დაითვალა და ა. შ. - იხილეთ
მათემატიკის კვირეულის მეოთხე დღეს, ხუთშაბათს მოსწავლეებს მაგიდაზე გავუშალე დაჭრილი სახალისო - გამოსაცნობი ამოცანები, აიღეს ბილეთები, პასუხები და სახელები მიაწერეს და დამიბრუნეს.
ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს მათემატიკის კვირეული V კლასის მოსწავლეებმა.
მინდა ავღნიშნო, რომ სკოლაში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს და რაც მე ვმუშაობ არ ჩატარებულა ასეთი კვირეული, არ ვიცი სწორი იყო გადაწყვეტლებები თუ არა.
