2022-06-11



საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის პროექტის "სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში" საპილოტე პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში დასრულდა. საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 30 სკოლას შორის ქალაქ ბოლნისის №5, სოფელ რატევნისა და სოფელ დისველის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. პროექტი დაფინანსებული იყო აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა მენეჯმენტის საშუალო რგოლის განვითარებას, კათედრების ხელმძღვანელების გადამზადებას ლიდერობასა და მენეჯმენტში, კათედრების სისტემის გაძლიერებას.

პროექტის მიზანი იყო, საპილოტე საჯარო სკოლებში ხელის შეწყობა მმართველობითი პრაქტიკისა და მართვის სისტემის გაუმჯობესებასა - საშუალო რგოლის მხარდაჭერისა და გაძლიერების გზით.

მე როგორც სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და მათემატიკის კათედრის თავჯდომარე მოვხვდი პროექტში და ვესწრებოდი ყველა პირისპირ და ონლაინ შეხვედრას.

ყველა შეხვედრა ნამდვილად აუცილებელი და ბევრის მომცემი იყო, მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით მოდულის ავტორ გია მურღულიას.

პროექტი მოიცავდა ორ პირისპირ შეხვედრას, ორ ონლაინ შეხვედრას, სამ ქოუჩინგს - მათ შორის ერთი პირისპირ და ორი ონლაინ შეხვედრა იყო.

პროექტის ფინალი იყო კონფერენცია - კონფერენცია ჩატარდა პირისპირ, ესწრებოდნენ საპილოტე სკოლების დირექტორები და კონფერენციის მომხსენებლები, დანარჩენი პროექტის მონაწილეები ვესწრებოდით ონლაინ ჩართვით.

კონფერენციის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2023-07

2023-05

2023-04