2020-12-12



მინდინარე 2020-2021 სასწავლო წელს ჩვენი სკოლა - ბოლნისი, სოფ. რატევანის საჯარო სკოლა ჩაერთო ახალი სკოლის მოდელში, დაგვენიშნა საგნობრივი ტრენინგები საკითხების გასაცნობად და შესასწავლად - კურუკულუმი და მატრიცა შინაარსობრივად გვესწავლა და სასურველი კომპლექსური დავალების დაწერა / მოძიება და ჩატარება რომ შეგვძლებოდა. დაგვევალა V-IX კლასებში ორი კომპლექსური დავალების ჩატარება. მე რადგან მათემატიკას ვასწავლი VI, X, XI და XII კლასებში, გადავწყვიტე ორივე კომპლექსური დავალება ჩამეტარებინა VI კლასში.

მინდინარე სასწავლო წლის 29 ოქტომბერს წარვადგინე VI კლასში კომპლექსური დავალების ბარათი, დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ 2 ნოემბერს გადავედით ონლაინ სწავლებაზე, მთელი დავალების შესრულების დროს ვიყავით ონლაინ სწავლებაზე, ზოგი მოსწავლე საერთოდ ვერ შემოდიოდა და ისე ვამყარებდით კავშირს, ზოგ მოსწავლესთან კავშირიც ვერ მყარდებოდა.

სწავლის ასეთი სირთულეების მიუხედავად მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს და წარმოადგინეს ნამუშევრები.

კომპლექსური დავალება ჩვენთვის მასწავლებლებისთვისაც ახალი იყო და მოსწავლეებისთვისაც, ამიტომ ხარვეზები იყო რა თქმა უნდა, მაგალითად ერთმა მოსწავლემ პრეზენტაცია გააკეთა ფორმატის ქაღალდზე და ონლაინ სწავლების დროს ვერ მომაწვდიდა, ვერ გადაუღო სურათი, მთლიან ფორმატს რომ გადაუღო სურათი ვერ იკითხებოდა, შემდეგ მოიფიქრა, გადაურო ვიდეო და ისე გამომიგზავნა. ვიდეო ძალიან კარგად აჩვენებდა მის ნამუშევარს.

გარდა ამისა ცოტა დროშიც გადავაჭარბეთ, რადგან პირისპირ სწავლებისას კვირაში ოთხი 45 წუთიანი გაკვეთილის ნაცვლად, ვატარებდით ორ 35 წუთიანს. გვქონდა დამატებითი შეხვედრებიც, საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა, საუკეთესო პრაქტიკა გავიარეთ.

ყველა მოსწავლე ვინც შეასრულა დავალება შეფასებულია განმავითარებელი შეფასებით, არ მიმაჩნია მოსწავლეთა შეფასების ინტერნეტში დადება სწორად.

კომპლექსური დავალების ბარათი - კარტოფილის ბიზნესი

შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2024-01

2023-12

2023-10