2021-11-18



მიმდინარე სასწავლო წელს კურუკულუმით გათვალისწინებული მაქვს მეხუთე კლასში სამი კომპლექსური დავალების შესრულება, ორი პირველ სემესტრში და მესამე მეორე სემესტრში.

მეხუთე კლასში პირველი კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე 2021 წლის 8 ოქტომბერს პირდაპირი სწავლებისას, მაგრამ მალე გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. მოსწავლეები ჩემთვის - ახალი და მათთვისაც - ახალი მასწავლებელი, ცოტა ძნელია ასეთ პირობებში მუშაობა.

მიუხედავად იმისა რომ მთელი დავალების შესრულების მანძილზე ვსწავლობდით დისტანციურად, მოსწავლეებმა მოახერხეს დავალების შესრულება, ხუთმა მოსწავლემ ვორდის დოკუმენტში, ერთმა პაუერპოინტში, ერთმა ფორმატის ფურცელზე - შეასრულეს, დანარჩენებმა რვეულში.

მოსწავლეებმა იმუშავეს დამოუკიდებლად და წარმომიდგინეს პრეზენტაციები.

მოახერხეს დავალების გაფორმებაც, ფერების გამოყენება და საბოლოოდ დავალების შესრულების კმაყოფილი ვარ, როგორც ახალ მოსწავლეებთან.

ყველა მოსწავლე ვინც შეასრულა დავალება შეფასებულია განმავითარებელი შეფასებით, არ მიმაჩნია მოსწავლეთა შეფასების ინტერნეტში დადება სწორად.

კომპლექსური დავალების ბარათი - ინტერნეტიზაცია

შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10