ამჯერად გადავწყვიტე მეთერთმეტე კლასში ჩამეტარებინა კომპლექსური დავალება, მიმდინარე საკითხი - ტრიგონომეტრია.
ტრიგონომეტრიული საკითხები ძალიან ცოტაა სახელმძღვანელოებში, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი ცნობილი ამოცანა გამომეყენებინა, რომელიც განთავსებული იყო el.ge-ზე და ჩემი ინტერპრეტაციის საშუალებით შევსებული შემეთავაზებინა მოსწავლეებისთვის.
კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე მეთერთმეტე კლასში 2021 წლის 30 ნოემბერს.
ტრიგონომეტრიის საკითხების შესწავლასთან ერთად დავიწყეთ წინარე ცოდნის - ფაქტობრივი ცოდნის გამეორება, სწავლება მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში და საათების სიმცირის გამო - დავალებაზე მუშაობას დადგენილზე მეტი დრო დასჭირდა.
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით შეასრულეს ამჯერადაც კომპლექსური დავალება, დაითვალეს სხვადასხვა მონაცემებისთვის საჭირო მონაცემები, შეადარეს და დაადგინეს, ქვეყნის რომელ მხარეში სახლს როგორი სახის სახურავი გაუკეთონ.
კომპლექსური დავალება დავასრულეთ ექცესების გარეშე.
ყველა მოსწავლემ პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ მიიღო სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება.
კომპლექსური დავალების ბარათი - საოჯახო სახლის აშენება
შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა