მიმდინარე სასწავლო წელს კურიკულუმით გათვალისწინებული მაქვს მეხუთე კლასში სამი კომპლექსური დავალების შესრულება, ერთი პირველ სემესტრში და ორი მეორეში.
მეხუთე კლასში პირველი კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე 2023 წლის 29 სექტემბერს. მოსწავლეები ჩემთვის - ახალი და მათთვისაც - ახალი მასწავლებელი, ცოტა რთულია ასეთ პირობებში მუშაობა.
დავალება მოიცავდა მრავალნიშნა რიცხვებზე არითმეტიკული ოპერაციების ჩატარებას, შედარებას და დამრგვალებას.
მოსწავლეებმა მოახერხეს დავალების შესრულება, ყველა მოსწავლემ შეასრულა დავალება, ზოგმა თაბახის ფურცელზე, ზოგმა რვეულში და ერთმა ფორმატის ფურცელზე.
მოსწავლეებმა იმუშავეს დამოუკიდებლად და წარმომიდგინეს პრეზენტაციები.
მოახერხეს დავალების გაფორმებაც, ფერების გამოყენება და საბოლოოდ დავალების შესრულებით კმაყოფილი ვარ, როგორც ახალ მოსწავლეებთან.
ყველა მოსწავლემ შეასრულა დავალება და შეფასებულია განმავითარებელი შეფასებით, არ მიმაჩნია მოსწავლეთა შეფასების ინტერნეტში დადება სწორად.
კომპლექსური დავალების ბარათი - ინტერნეტიზაცია