2023-12-25



მიმდინარე სასწავლო წელს კურიკულუმით გათვალისწინებული მაქვს მეხუთე კლასში სამი კომპლექსური დავალების შესრულება, ერთი პირველ სემესტრში და ორი მეორეში, მაგრამ გავითვალისწინე რა მოსწავლეთა მზაობა, პირველ სემესტრში ჩავატარე ორი კომპლექსური დავალება და მეორე სემესტრისთვის შემოვიტოვე ერთი.

მოსწავლეთა ინიციატივითა და მონდომებით 2023 წლის 27 ნოემბერს წარვადგინე მეორე კომპლექსური დავალება. მოსწავლეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად.

მოგახსენებთ, რომ რიცხვითი და ასოითი გამოსახულება მეხუთე კლასში ცოტა რთულად აღსაქმელია და სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ კომპლექსური დავალების პირველივე სემესტრში შესრულება.

მოსწავლეებმა იმუშავეს შეძლებისდაგვარად, ბევრი საუკეთესო ნამუშევარია, ბევრიც სუსტი ნამუშევარი.

მოსწავლეებმა იმუშავეს დამოუკიდებლად და წარმომიდგინეს პრეზენტაციები.

მოსწავლეების ნაწილმა შესრულებული დავალება - პრეზენტაცია წარმოადგინა ლამაზი ფერებით გაფორმებული.

დავალება წარმოადგინეს ზოგმა რვეულით, ზოგმა თაბახის ფურცლებით.

ყველა მოსწავლემ შეასრულა დავალება და მიიღო განმავითარებელი შეფასება.

კომპლექსური დავალების ბარათი - მცირე მეწარმე






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10