2022-04-03



მეხუთე კლასში მესამე კომპლექსური დავალების ბარათი წარვადგინე 2022 წლის 16 მარტს პირისპირ სწავლებისას და მთელი დავალების შესრულებისას ვსწავლობდით პირისპირ.

კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გვქონდა მიმდინარე სასწავლოს წლის 1 აპრილს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჩემი კოლეგა მათემატიკის მასწავლებელი ნინა კოდიაშვილი და მოსწავლეების დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინა მიქელაძე.

დავალებაში გამოსაყენებელი იყო წრე, რადიუსი და დიამეტრი, გავიმეორეთ - წინარე ცოდნა, შევასრულეთ მსგავსი დავალება, გავზომეთ წრის რადიუსები, დავადგინეთ დიამეტრები და დავითვალეთ ბიჯები სად უნდა განგვეთავსებინა ბავშვების მიერ შესრულებული ობიექტები.

მოსწავლეებმა ამის შემდეგ იმუშავეს დამოუკიდებლად და წარმომიდგინეს გასართობი ცენტრისთვის დამახასიათებელი სათამაშოები საკუთარი ინტერპრეტაციით, ზოგმა მოსწავლემ ორი და ზოგმა მოსწავლემ სამი სათამაშო წარმოადგინა, სათამაშოებში იყო: საქანელას რამდენიმე ვარიანტი, ჩამოსასრიალებელი, ეშმაკის ბორბალი, ალპინისტის მთა, ხე, ყვავილნარი და სხვა - ნამუშევრები იყო ხელით შესრულებული მუყაოს ქაღალდით, ჩვეულებრივი ფერადი ფურცლებით და პლასტილინით.

კომპლექსური დავალების წარდგენა მოხდა შემდეგნაირად, მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს და ფორმატის ფურცელზე მხარეების მიხედვით ბიჯებით დაადგინეს თავიანთი შემოქმედების - გასართობი სათამაშოების ადგილმდებარება, მუშაობის პროცესი ისე მოეწონათ რომ სურვილი გამოთქვეს გაეგრძელებინათ პროექტზე მუშაობა და ახალახალ იდეებს იგონებდნენ. მოვისმინეთ ბევრი საინტერესო წინადადება.

ყველა მოსწავლე ვინც შეასრულა დავალება შეფასებულია განმავითარებელი შეფასებით, არ მიმაჩნია მოსწავლეთა შეფასების ინტერნეტში დადება სწორად.

კომპლექსური დავალების ბარათი - საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობა

შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04