მიმდინარე სასწავლო წლის 17 თებერვალს 16 საათზე ჩატარდა ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმაზე - კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და საქართველო, ტრენინგს უძღვებოდა ბატონი - ანდრო გოცირიძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ - ბოლნისი, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის კიდევ ორი პედაგოგი და ოთხი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე.
ძალიან მნიშვნელოვან თემებს შეეხო ტრენინგზე ბატონი ანდრო - კარგად ჩამოაყალიბა თვითონ რა არის კიბერუსაფრთხოება და როგორ დავიცვათ თავი კიბერშემოტევებისგან.
ტრენინგზე წარმოდგენილი იყო თეორიულად საკმაოდ კარგად დასაბუთებული მასალა.
მე როგორც მასწავლებელი - დავფიქრდი და მივხვდი რომ ეს საკითხები უნდა განვიხილოთ სკოლის შიდა რეჟიმში ტრენინგზე დამსწრე პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, შევიმუშაოთ ერთობლივი გეგმა. შემუშავებული გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ და სკოლის ყველა მოსწავლეს მივცეთ ცოდნა - როგორ დაიცვან თავი შემოტევებისგან.
მადლობა ბატონ ანდროს ტრენინგისთვის - ვფიქრობ ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია განათლებაში.
