2025-04-23



ქვემო ქართლი, ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში IXგ კლაში 2025 წლის 23 აპრილს განვახორციელეთ ინტეგრირებული პროექტი - ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობის - ს პრეზენტაციების ჩვენება.

ინტეგრირება მოხდა მათემატიკის და ისტი-ს საგნებში, საკითხები მათემატიკის და ინტერნეტში მოძიებული მასალა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინტერნეტში უამრავი მასალა, იმუშავეს ჯგუფურად და წარმოადგინეს საინტერესო პროექტები.

კომპიუტერული ტექნოლოგიების კაბინეტში მოსწავლეებმა განიხილეს პროექტორზე ოქროს კვეთა მუსიკაში, ხელოვნებაში, ადამიანის აგებულებაში, მხატვრულ ლიტერატურაში, არქიტექტურაში და სხვა, განიხილეს ფიბონაჩის მიმდევრობა და სახალისო ამოცანები ამოხსნებით.

ძალიან საინტერესოდ იყო პრეზენტაციები წარმოდგენილი, მოსწავლეები თავდაჯერებულად ხსნიდნენ ამოცანებს და ზუსტად აყალიბებდნენ ოქროს კვეთის დანიშნულებას.






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 207

საიტზე იმყოფება: 42

არქივი

2025-06

2025-04

2025-03