ხუთშაბათს, 9 ივნისს, კარგი ამინდი იყო და მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან გაკვეთილი თემაზე - გეომეტრიული ბრტყელი და სივრცული ფიგურები, ჩავატარეთ ეზოში.
გაკვეთილის მიზანი იყო, როგორც დასათაურებიდან ჩანს გეომეტრიული ფიგურები და მათი ელემენტები, საქმე იმაშია, რომ ახლა შეისწავლეს სამკუთხედის ტოლობის ნიშნები, ბისექტრისა, მედიანა და სიმაღლე, ძალიან გაუჭირდათ დამახსოვრება რომელი ელემენტი სამკუთხედში რა ფუნქციას ასრულებს. ვფიქრობ გაკვეთილი პროდუქტიული გამოვიდა რადგან ყველა მოსწავლემ სათითაოდ ერთდროულად დახაზა სპორტულ მოედანზე ცარცით სამკუთხედი და მისი ელემენტები, გააკეთეს სათითაოდ განმარტებები, ალბათ აღარ დაავიწყდებათ.
ახალი მასალაც იქვე ავხსები - მონაკვეთის შუა წერტილიდან აღმართული მართობის თვისება და ბისექტრისის ძირითადი თვისება - მოსწავლეებმა თავად აღნიშნეს სამკუთხედების ტოლობის დასასაბუთებელი ნიშნები და მიიღეს შედეგი.
მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს გაიხსენეს სივრცული ფიგურები და მათი შლილები, დახაზეს ყველა სივრცული ფიგურა და მისი შლილი.
მოსწავლეებმა დახაზეს წრე და განმატრეს - რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, ცენტრული კუთხე და სექტორი - პროგრამით გათვალისწინებული, ვაჩვენე მოსწავლეებს სეგმენტი და ავუხსენი რა განსხვავებაა სექტორსა და სეგმენტს შორის.
გაკვეთილმა ხალისიანად ჩაიარა, ვფიქრობ გეომეტრიული ფიგურების შესასწავლად და დასამახსოვრებლად საუკეთესო აქტივობა იყო, გავიმეორებთ კიდევ მრავალჯერ.
გაკვეთილის ამსახველი ფოტო:
